კეზერაშვილი რომელ ქვეყანაშიც ჩავიდა, ყველგან კრიმინალური კვალი დატოვა - რატი იონათამიშვილი

სულ ნახვები : 56
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილი რომელ ქვეყანაშიც ჩავიდა, ყველგან თავისი კრიმინალური კვალი დატოვა.

იონათამიშვილის თქმით, კეზერაშვილმა ათასობით ევროპელი პენსიონერი გაამწარა, თუმცა ევროპის ქვეყნებში „ტურისტის“ სახელით რატომღაც თავისუფლად გადაადგილდება.

„პირველ რიგში, საკუთარ მოქალაქეებს გასცენ პასუხი, რატომ არ აკავებენ საკუთარი მოქალაქეების მძარცველ კეზერაშვილს. ნამდვილად დამნაშავე რომ არის, ამის უფრო მეტი მტკიცებულება ხდება საჯარო. შესაბამისად, ვინც ხელს აფარებს, ხელს აფარებს კრიმინალს. კრიმინალისთვის ხელის დაფარება ნებისმიერ აქტორს მძიმედ დაუჯდება“ – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა