მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს - თავისუფლების მოედანი

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თავისუფლების მოედანი, რომელიც ძლიერი საქართველოს კოალიციაში შედის, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში მამუკა ხაზარაძეს მათი სრული ნდობა აქვს.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისკენ არის მიმართული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს.

თავისუფლების მოედნის მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენთვის ღია ვყოფილიყავით დიალოგისთვის.

ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს" - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა