პრეზიდენტის ადმინისტრაციაც კი შოკში იყო, ცუცქირიძის განცხადება არის საბაბი- კუპრაძე მოლაპარაკებებზე

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცუცქირიძის გაცხადების გამო ჩაიშალა ეს ყველაფერი? მე გეტყვით, რომ არ მჯერა ამის, შეუძლებელია, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის გადასადგამი ნაბიჯი, შუა ველის შეკრება დააზიანო ერთი პოლიტიკური განცხადების გამო, წარმოუდგენელია ჩემთვის - ამის შესახებ ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ TV პირველის ეთერში, გიორგი გახარიას პარტიასთან მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

"გუშინ საღამოს თუ შეთანხმება არსებობდა ყველა პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხზე, დღეს დილით რა მოხდა, რა შეიცვალა, ამაზე პასუხი არ გვაქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაც კი შოკში ჩავარდა, ლევან ცუცქირიძის განცხადების გამო მოლაპარაკების ჩაგდება არის სრულიად წარმოუდგენელი, როცა ყველაფერზე თანახმა ხარ ამ პროცესში" - ამბობს კუპრაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა