რა არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მიზეზი?

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილის განცხადების შემდეგ ყველას კარგად გვესმის, თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარი და ტყვე, - ამის შესახებ დღე,ს 19 სექტემბერს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის პატიმრობის რეალური მიზეზი, პუტინთან წინააღმდეგობაში ყოფნაა.

 „დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო პროცესი არის მიხეილ სააკაშვილის, პუტინის პირადი ტყვის, პირადი პატიმრის. ივანიშვილის განცხადების შემდეგ ყველას კარგად გვესმის, თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარი და ტყვე. მისი პატიმრობა არის მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იმითი, რომ მან გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს და არ დაუთმო საქართველო მას. მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა მისი კონსტიტუციური მოვალეობა როგორც პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, მოახდინა მობილიზაცია როგორც ჯარის, ისე ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მხარდაჭერის იმისთვის, რომ დაეცვა საქართველოს სუვერენიტეტი, დაეცვა საქართველოს ტერიტორიები, რამდენადაც ეს ფიზიკურად შესაძლებელი იყო და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი არ აღიარების პოლიტიკას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, რომელსაც ახლა მოღალატე ივანიშვილი ასე საფუძვლიანად ანგრევს. ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი და ყველა ის საკითხი, რომელზედაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ სამარცხვინო პროცესებთან დაკავშირებით.“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა