მე მოვდიოდი ხელმოსაწერად - მამუკა ხაზარაძე გახარიასთან შეთანხმებაზე

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი  იყო გიორგი გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგანაც ის ხელმოსაწერად მოდიოდა, - ამის შესახებ მამუკა ხაზხარაძემ პრეზიდენტთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, კოალიციაში შეთანხმება აკითხთან დაკავშირებით მიღწეული იყო.

„3 საათი იყო თუ 4 იყო დაწყებული, ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, „ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა და ყველა სხვა პირობებზე, მე ზად ვარ.

მე ვფიქრობ ქვეყანას დღეს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა და თითოეულ ჩვენთაგანს, ვიდრე რაღაცა ტექნიკური საკითხებია, მე ეს შევძელი პირადად, ბადრიმაც, დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, იცით რომ ამ კოალიციაში არის ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი. მე რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით“, - განაცხადა ხაზარაძემ

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარტიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომ კოლაცია „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმება ვერ შედგა, რაც კოალიციის შიგნით შეუთანხმებლობის ახსნეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა