პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ეს არის სწორედ მთავარი „ბრალდება“ - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ეს არის სწორედ მთავარი „ბრალდება“, რომელსაც პუტინი პრეზიდენტ სააკაშვილს უყენებს და რომელსაც მის მორჩილებაში მყოფი ივანიშვილი იყენებს მორჩილი პოლიტიზებული სასამართლოს გამოყენებით“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით

„ივანიშვილის სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ გორში არის საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობა. მოწოდებით, რომ მტრის წინაშე ქართულმა სახელმწიფომ, ქართველმა ხალხმა მოიხადოს ბოდიში, არის სწორედ მცდელობა, რომ რუსულად გადაიწეროს საქართველოს ისტორია და საქართველოს სიმართლე, ქართველი ხალხის სიმართლე, რომელიც დადასტურებულია ჰააგაში, სტრასბურგში და ყველა საერთაშორისო ინსტანციაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღალატზე ივანიშვილის ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს.

პრეზიდენტი სააკაშვილი არის ივანიშვილის და მისი დამკვეთის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ტყვე სწორედ იმისთვის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, თანამედროვე ინსტიტუტებით, საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე და ჩვენს ქვეყანას გაუკვალა გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ეს არის სწორედ მთავარი „ბრალდება“, რომელსაც პუტინი პრეზიდენტ სააკაშვილს უყენებს და რომელსაც მის მორჩილებაში მყოფი ივანიშვილი იყენებს მორჩილი პოლიტიზებული სასამართლოს გამოყენებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა