ივანიშვილის ბანკი „ქართუ“ სამშენებლო ნებართვებს სავარუდოდ, უკანონოდ იღებს - ირაკლი აბესაძე

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილის ბანკი „ქართუ“ სამშენებლო ნებართვებს  სავარუდოდ, უკანონოდ იღებს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ააიპ ,,საგამოძიებო ბიუროს“ ხელმძღვანელმა, ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ბანკს კანონით ეკრძალება სამშენებლო საქმიანობა, თუმცა ამაზე ეროვნული ბანკი დუმს.

საგამოძიებო ბიურომ  შეისწავლა ივანიშვილის ფონდის "ქართუ" საქმიანობა და გაარკვია. რომ ივანიშვილის ფონდი მიწას, ფაქტობრივად, უფასოდ, გაცვლით იღებს. საუბარია ბაკურიანში 14-ჯერ დიდ მიწის ნაკვეთზე, ვიდრე თავად გასცა. 2022 წლიდან ბანკი "ქართუს" სახელზე ერთმანეთის მიყოლებით სამშენებლო ნებართვები გაიცემა.

უკვე აგვისტოს თვეში "ქართუმ" მიწის ნაკვეთები ისევ თავისივივე ფონდზე, ასოციაცია "ატუზე" გაყიდა.

„2022-23 წლებში ბანკმა მიიღო მშენებლობის ნებართვა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობაზე და მიუხედავად კანონის უხეში დარღვევისა, დღემდე ეროვნულ ბანკს არანაირი რეაგირება არ ჰქონია, როდესაც სხვა ნებისმიერი ბანკის შემთხვევაში, შესაძლებელია, ლიცენზიაც კი ჩამოერთვა ან ძალიან მსხვილი ჯარიმა დაეკისრებინა ბანკი „ქართუსთვის“. ამ წლის 26 აგვისტოს ბანკმა „ქართუმ“ ივანიშვილისვე საქველმოქმედო ფონდს „ატუს“ 15 მლნ ლარად მიჰყიდა ეს მშენებლობა  და მიმდებარე მიწის ნაკვეთები, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართუ ბანკი“ აკეთებდა უკანონო ბიზნესს და იღებს უკანონო შემოსავალს საქველმოქმედო ფონდიდან, რომელსაც ასევე ბუნდოვანია, საინდა აქვს მიღებული ეს 15 მლნ ლარი, რომლის გასაჯაროების პირდაპირი ვალდებულება აქვს ივანიშვილის ოჯახს და ასოციაცია „ატუს“ და აი, ამ გამჭვირვალობაზე საყოველთაო ისტერიის ფონზე რუსული კანონის მიღების ფონზე, ყველაზე გაუმჭვირვალე სწორედ ივანიშვილის ფონდი რჩება ქვეყანაში, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, არ უარყოფს, რომ ბანკის მიერ მშენებლობა კანონდარღვევაა, თუმცა უწყებას ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა