არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება ჩემს ქალაქში პირიდან ამოუშვას ეს სიტყვები - გიორგი სუხიტაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში, 14 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ამ განცხადებით არც პოლიციელები იყვნენ კმაყოფილი და მათშიც გამოიწვია დამსახურებული პროტესტი.

„გადმოვკვეთე წერეთლის გამზირზე. იდგნენ პოლიციელები და აი ამ ადამიანების ფრაზა, ის მაინც ეთქვა, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ, ეს არასწორია. ვეთანხმები, თუმცა ბოდიში ჩვენ არავისთან არ გვაქვს მოსახდელი, არც სეპარატისტებთან და იმ მთავარზე არც ვამბობ არაფერს. ჰოდა გენაცვალე ჯიგარში ვისგანაც ეს გავიგე. ეს ქვეყანა არ არის არჩევნებიდან, არჩევნებამდე, ქვეყნის ღირსება, არ უნდა შეეწიროს არჩევნებს. ვიღაცას არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ ჩემს ქალაქში გორში, რომელსაც გადაუარეს ზედ, იმ ქალაქში ვინმე ამას უშვებდნენ პირიდან და მერე ვიღაცები კიდევ ამას ტაშს უკრავდნენ, ასე არ უნდა ხდებოდეს" - აცხადებს მომღერალი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა