რისთვის არ მოიხდის ბოდიშს მიხეილ სააკაშვილი?

სულ ნახვები : 79
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში თავის მორიგ პროცესზე დისტანციურად ჩაერთო, განმარტავს იმას, თუ რისთვის არ მოიხდის ბოდიშს?

მისი თქმით, ის არ აპირებს მობოდიშებას იმ საქმეებისთვის, რომელიც მან ქვეყნისთვის გააკეთა.

„მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ უამრავი ახალი იავადმყოფო ავაშენე და ბოდიშის ვიხდი იმისთვის რომ ვერ მოვასწარი იმის გაკეთება, რომ მეორე ეტაპი ვერ მოვასწარი, რომ ყველა ავადმყოფები და წამალი დაფარული ყოფილიყო. მე არ მოვიცდი ბოდიშს იმისათვის, რომ ქართული მეღვინეობა გადავარჩინეთ ავაღორძინეთ და მთელ მსოფლიოს გააცანით, მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ საქართველოს პოპულარიზაცია მოვახდინეთ, მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ პენსიები საქართველოსი გავზარდე ათჯერ, არ მოვიხდი ბოდიშს იმისისთვის, რომ 50 000-დან ტურისტების რაოდენობა ავიყვანე 6-7 მილიონამდე, მე არ მოვიხდი ბოდიშს არც ქუთაისის და არც ფოთის აეროპორტისთვის, რომელიც უნდა აშენებულიყო, მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ახალი საბაჟო სისტემა შევქმენი და მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ქუჩაში კრიმინალი მოვსპეთ და ყაჩაღობა, არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ კორუფცია აღმოვფხვერით, მე არ მოვიხდი ბოდიშს არასდროს რადგანაც მე მასამართლებენ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შევძელით და მასამართლებენ შეთითხნილი საქმეებით", - განაცხადა სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა