ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში გამოკეტა იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა - ხატია დეკანოიძე

სულ ნახვები : 79
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს, ის არის მოღალატე და ნათელია ყველაფერი, თუ რატომ სჭირდება მას მიხეილ სააკაშვილი ციხეში: მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა", - განაცხადა  „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესის წინ.

„რუსეთისგან დაბომბილ გორში ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადებების შემდეგ, სადაც მან მოსთხოვა ქართველ ხალხს ბოდიშის მოხდა რუსი ოკუპანტებისთვის და იმ ადამიანებისადმი, ვინც ქართული ჯარი შეურაცხყო, ყველაფერი ნათელია, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ საპყრობილეში გამოკეტილი. მე ძალიან კარგად ვიცნობ ყველა ამ საქმეს და, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არ არის პირველი წელი ან პირველი სხდომა, რომელზეც ჩვენ საქმეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გვეძლევა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სწორედ იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მან მოიხსენია ქართული ჯარი და ქართველი ხალხი, კიდევ აპირებს მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას და თქვა კიდეც, რომ ამას აპირებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ დათმო ქართული სახელმწიფო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო შეენარჩუნებინა. ახლა ჩნდება კითხვა: ნიშნავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, მათ შორის, იმაზეც რომ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის კვლავ გასამართლებას აპირებს, იმას რომ ივანიშვილი მზად არის, პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთოს მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბრის შემდეგ თითქოს მას ექნება იმის იმედი, რომ გაიმარჯვებს? არა, მეგობრებო! ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს!

ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე, ნათელია ყველაფერი, თუ რატომ სჭირდება მას მიხეილ სააკაშვილი ციხეში და ყველას უნდა ესმოდეს რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

ეს არის ის, რაც სინამდვილეა - განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების შემდეგ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა