მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი - ნინო წილოსანი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა… - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ნინო წილოსანი, მსახიობ და მოდელ, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეს.

წილოსანი იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავე მკაცრად დაისჯება.

„ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა…

მიუხედავად იმისა რომ ეჭვმიტანილი უკვე  დაკავებულია და დარწმუნებული ვარ მკაცრად დაისჯება, ფაქტს ხომ ვეღარაფერი შეცვლის, კესარია გარდაცვლილია…

ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს", - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობამდე ორი დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი მიიღო, რომელიც ლგბტქ თემის ადამიანების უფლებებს ზღუდავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა