ComCom-მა „ბი ემ ჯის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის ოქმი შეუდგინა

სულ ნახვები : 62
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო, ტელეკომპანია „ბი ემ ჯის” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

„წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელმა 14 სექტემბერს საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქა. კერძოდ, კვლევის გამოქვეყნებისას ტელეკომპანიის მიერ დაირღვა საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის დამკვეთი, გამოკითხვის თარიღი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ასევე, ფასიანია თუ უფასო გამოკითხვა.

კანონმდებლობის აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ბი ემ ჯი” სამართალდამრღვევად სცნო და სასამართლოს განსახილველად სამართალდარღვევის ოქმს წარუდგენს“, - აცხადებს კომუნიკაციების კომისია .

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა