აფგან სადიგოვი მძიმე მდგომარეობაშია - რას ყვება დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე?

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც გლდანის ციხეშია მოთავსებული,  მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, - ინფორმაციას ამის შესახებ სადიგოვის მეუღლე ავრცელებს.

მისი თქმით, სადიგოვის საკანში ფანჯარა ჩამტვრეულია, რის გამოც მას სიცივე აწუხებს, გარდა ამისა არ აძლევენ საჭმელს.

„აფგან სადიგოვი ახლა იმყოფება გლდანში და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საჭმელს არ აძლევენ, ფანჯარა ჩამტვრეულია და დილით და ღამით ძალიან ცივა. ამის გამო ის ავად გახდა. გუშინ ადვოკატს შეხვდა და მისი მდგომარეობა დადასტურდა. საქართველომ მას თავშესაფარზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც დაასახელეს, რომ აზერბაიჯანში ყველაფერი კარგად არის და იქ პოლიტპატიმრები არ არიან. მათ მოგვცეს ასეთი ფურცელი, სადაც არც ხელმოწერაა და არც თარიღი. აფგანი აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, პოლიტპატიმარი იყო. როდესაც საქართველოდან მესამე ქვეყანაში წასვლა გადავწყვიტეთ, არ გაგვიშვეს და გვითხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეგვეძლო დაბრუნება. ჩვენ ყველანაირი საბუთი გვაქვს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, და ყველანაირად მტკიცდება, რომ აფგანი პოლიტპატიმარი იყო აზერბაიჯანში, მაგრამ ეს მაინც არავინ გაითვალისწინა“, - აცხადებს ის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა