ჩეჩნეთის ყოფილმა პრემიერმა სკოლებში დარვინის თეორიის სწავლის აკრძალვა მოითხოვა

სულ ნახვები : 59
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩეჩნეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ ხუჩიევმა განათლების მინისტრს სერგეი კრავცოვს შესთავაზა გამოერიცხა დარვინის თეორია სასკოლო სახელმძღვანელოებიდან. მან განმარტა, რომ დარვინის თეორია არის „პირველი ნაბიჯი ბავშვების სულიერი გახრწნისაკენ“.

ხუჩიევის თქმით, „ყველამ იცის, რომ ეს მცდარი თეორიაა, ის ეწინააღმდეგება რელიგიას“.

„ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ წავშალოთ ეს. ეს არ არის სიმართლე, ეს ეწინააღმდეგება რელიგიურ განათლებას, ეს ყველა რელიგიამ აღიარა. კიდევ ვის სჭირდება ამის აღიარება, რომ სახელმძღვანელოებიდან ამოიღოს და ჩვენი შვილების ცნობიერებაში არ ჩავიდეს?“, - აღნიშნა მუსლიმ ხუჩიევმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა