ეს არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ - ბოკუჩავა სანქციებზე

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება ძალიან მკაცრად, მათ შორის ფინანსური სანქციებით - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

"ეს არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება ძალიან მკაცრად, მათ შორის ფინანსური სანქციებით.

ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები ძალიან კარგად ვიცით, რომ დასავლეთშია და მასზე მსგავსი სანქციების დაწესება აშშ-ის მხრიდან არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს დაუდგეს.

ეროვნული ბანკის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, არ დაემორჩილოს ამგვარ ფინანსურ სანქციებს დააყენებს მთელს ჩვენს ფინანსურ სისტემას უდიდესი საფრთხის წინაშე, ასე რომ, ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი მტრის წინაშე არ იხდის ბოდიშს, ასევე უნდა გაიაზროს, რომ მისი პირადი გადარჩენის, მისი ფინანსების გადარჩენის ერთადერთი შანსი არის 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ქართველი ხალხის არჩევანი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის არჩევანი იქნება არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის და ქართველი ხალხი უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც გააკეთებს ქართველი ხალხი, რომელიც 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა გაფორმდეს"- აცხადებს ბოკუჩავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა