ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს - შაჰინი

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფინანსური და სავიზო სანქციები დააწესა, - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯინ შაჰინი შეერთებული შტატების მიერ "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების და ძალოვანებისა და ალტ ინფოს დამფუძნებლებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას. 

"მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, [ფინანსური] სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“- წერს ჯინ შაჰინი X-ზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა