2008 წლის ომიც დაბრალდა ჩვენს ნამდვილ პარტნიორებს - ვაჟა გაფრინდაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2008 წლის ომიც დაბრალდა ჩვენს ნამდვილ პარტნიორებს, იგივეა ეს განცხადებაც, რომ ყველა დამნაშავეა რუსეთის გარდა, -  განუცხადა Cnews-ს ექიმმა და სამოქალაქო აქტივისტმა ვაჟა  გაფრინდაშვილმა, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადების შესახებ.

მისი თქმით, „ოცნება“ ემზადება  არჩევნების გასაყალბებლად და ცდილობს  დასავლელი პარტნიორების მიმართ ნდობის შემცირებას.

„აგრძელებენ თავისი პოლიტიკას, რომ საბოლოო ჯამში გადავიქცეთ რუსეთის გუბერნიად. ჩემი აზრით, ივანიშვილის ეს განცხადება არის ისრების გადატანის მცდელობა, რომ ყურადღების გადატანა ამაზე მოხდეს და უფრო ადვილად გააყალბონ ეს არჩევნები. მათ შეკვეთა უკვე მიცემული აქვთ, 60% უნდა  დაწერონ, ევროპა იქნება თუ  აშშ, რას იტყვის, უკვე აღარ აინტერესებთ.

ივანიშვილმა თქვა, რომ ეს [2008 წლის ომი] იყო გარე ძალების, ჩვენი მტრების მიერ თავს მოხვეული. მე დღემდე ვიცოდი. რომ მტერი რუსეთი გვყავდა, მაგრამ თუ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი - საფრანგეთი,  გერმანია ჩვენი მტრები  იყვნენ, არ ვიცოდი. ეს ისევ დაბრალდა ჩვენს ნამდვილ პარტნიორებს, რომლებიც ამდენი წელი მხარში გვიდგანან, რომ მათ უნდოდათ ამ ომის დაწყება, როგორც „მეორე ფრონტის“ გახსნაზე აცხადებენ, იგივეა ეს განცხადებაც, რომ ყველა დამნაშავეა რუსეთის გარდა“, - განუცხადა  Cnews-ს ვაჟა გაფრინდაშვილმა 

ირინა მაკარიძე, CNEWS

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა