„რუსულ კანონზე“ მეტად მავნებელი რამ ითქვა - ანა ქარქაშაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემი აზრით, „რუსულ კანონზე“ მეტად მავნებელი რამ ითქვა და გაკეთდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეპატიოთ, - განუცხადა CNews-ს სამოქალაქო აქტივისტმა, ანა ქარქაშაძემ "ქართული ოცნების" მეთაურის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ქარქაშაძის თქმით, ამის გამოსწორება მხოლოდ 26 ოქტომბერს არჩევნების შედეგებით იქნება შესაძლებელი.

„ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და შემრცხვა ჩვენი გმირების სულების, მათი ოჯახების, რომ ეს კაცი, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს სახელმწიფოს მართვაში, დღესაც კი  - ეს  როგორ  დავუშვით  ქართველმა  ხალხმა და როგორ მივეცით ამის უფლება, რომ საერთოდ ეს ეთქვა?!

 ჩემი აზრით, „რუსულ კანონზე“ მეტად მავნებელი რამ  ითქვა  და გაკეთდა, ეს არავითარ შემთხვევაში  არ უნდა ეპატიოთ. აუცილებლად ამას 26 ოქტომბერს უნდა გაეცეს პასუხი, აუცილებლად ეს ადამიანი თავის რუსეთთან  ერთად უნდა დამარცხდეს“, - განუცხადა CNews-ს ანა ქარქაშაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა გორში განაცხადა, რომ უცხო ძალის  კარნახით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცეცხლის ალში გაახვია ოსი დები და ძმები, რისთვისაც  ბოდიში უნდა მოვიხადოთ.

ირინა მაკარიძე, CNEWS

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა