თბილისის მუნიციპალიტეტში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტში, მსხალდიდში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

კომპანიის ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში, აგრეთვე ჯვრის ასახვევთანაც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

ასევე, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მილახვრიანი, ბაზალეთის ტბა, ვარსიმაანი, საშაბურო, პირმისაანი, გრიგოლაანთკარი და მიმდებარე სოფლებშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა