ხელისუფლებამ ფსონი დადო უფროს მასწავლებლებზე - ლადო აფხაზავა

სულ ნახვები : 159
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მასწავლებლები, განათლების სამინისტროს სახელფასო პოლიტიკას აკრიტიკებენ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ფსონი დადო უფროს მასწავლებლებზე, რადგანაც მათი რაოდენობა ბევრად აღემატება იმ პედაგოგებს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდების და აქტივობების შედეგად მენტორი და წამყვანი მასწავლებლის წოდება აქვთ მიღებული.

„ჩემს კოლეგას, რომელიც უფროსი მასწავლებელი იყო და ვერ მოიცალა იმისთვის, რომ ბევრი სხვადასხვა აქტივობები განეხორციელებინა მასაც რომ მოემატა ხელფასი ეს ძალიან კარგია, მაგრამ რატომღაც დაპირისპირების მხარედ იქცა და დისკრიმინაციულად ვგრძნობთ თავს. აი ამაში იკვეთება რამდენად ღრმად არის განათლების სისტემაში შემოსული პოლიტიკა, რომელიც განვითარების და წარმატების მოპოვებაში ძალიან უშლის ხელს. ჩვენმა მთავრობამ ფსონი დადო უფროს მასწავლებლებზე, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე წამყვანი და მენტორი მასწავლებლები. ამიტომ ჩვენ აღარც ვჩანვართ და არც ითხოვენ, რომ ან ხმა მივცეთ ან რამე", - განაცხადა აფხაზავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა