იალტაში სოფია როტარუსთვის სასტუმროს და წოდების ჩამორთმევა ერთდროულად მოხდება

სულ ნახვები : 1,966
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტისთვის, უკრაინელი მომღერალ სოფია როტარუსთვის ყირიმში, საბოლოოდ გადაწყდა, ქონების და წოდების „იალტის საპატიო მოქალაქის“ ჩამორთმევა.

ამის შესახებ, დროებით ოკუპირებული ყირიმის სენატორმა, სერგეი ცეკოვმა განაცხადა.

„მე კიდევ ერთხელ დავაყენე საკითხი, სოფია როტარუს ვილის ნაციონალიზაციის, ვინაიდან ჩემი გადმოსახედიდან, როტარუ შექმნილ სიტუაციაში უკრაინის მხარეს იჭერს. ის ფინანსურად უჭერდა მხარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2014-დან 2022 წლამდე. ის ხშირად გამოთქვამდა საწინააღმდეგო მოსაზრებას ყირიმის რუსეთთან შეერთების შესახებ. იმის ფონზე, რომ უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ქონების ნაციონალიზაცია მიმდინარეობს, მივიჩნევ სამართლიანად იალტაში მოხდეს როტარუს ვილის ნაციონალიზება“,- განაცხადა მან.

გარდა ამისა,იალტის მერმა იანინა პავლენკომ ორშაბათს განაცხადა, რომ როტარუს უნდა ჩამოერთვას იალტის საპატიო მოქალაქის წოდებაც და გაკვირვებულია, რომ აღნიშნული ჯერ კიდევ 10 წლის წინ არ მოხდა, როდესაც როტარუმ ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის პოზიციას ყირიმთან მიმართებაში.

ცნობისთვის, 76 წლის სოფია როტარუმ, ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა რუსეთთან და როგორც მისი კონცერტების დირექტორი აცხადებს, ის უარს ამბობს ისეთი ტიპის კორპორატიულ საღამოში მონაწილეობაზე, სადაც ერთი რუსეთის მოქალაქეც კი იქნება დარბაზში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა