ჩვენ ვიქნებით ყველაზე მთავარი ცენტრი ოპოზიციის ფლანგზე - მამუკა ხაზარაძე

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ჩვენ ვიქნებით ყველაზე მთავარი ცენტრი ოპოზიციის ფლანგზე, იმიტომ, რომ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ჩაკეტილი პოლიტიკური სივრცით, ძველი პოლიტიკის კეთებით დაიღალნენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, პოლიტიკაში ახალი სახეების შეყვანა, რათა ქართული პოლიტიკური სივრცე მთლიანად გაჯანსაღდეს.

ხაზარაძემ ასევე ისაუბრა უკვე არსებულ გაერთიანებაზე და მის გაფართოებაზე და აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„ჩვენ ვიქნებით ყველაზე მთავარი ცენტრი ოპოზიციის ფლანგზე, იმიტომ, რომ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ჩაკეტილი პოლიტიკური სივრცით, ძველი პოლიტიკის კეთებით დაიღალნენ. ჩვენი ამოცანა იყო არის და რჩება ახალი სახეების, ახალგაზრდების შემოყვანა წინა პლანზე და მათი ხელშეწყობა, რომ მთლიანად გავაჯანსაღოთ ქართული პოლიტიკური სივრცე, ქართული ინსტიტუციები და შემოვიყვანოთ ის განათლებული ადამიანები, რომლებიც აქამდე არ ფიქრობდნენ პოლიტიკაში მოსვლაზე. ნათელი მაგალითია ლევან ცუცქირიძისა და მისი მეგობრების მიერ დაფუძნებული „თავისუფლების მოედანი“. მე ამ ადამიანებთან ვმეგობრობ, შეთავაზებაც მქონია ოთხი წლის წინ მათთან, რომ პოლიტიკაში წამოსულიყვნენ, მაგრამ იმ დროს არ თვლიდნენ, რომ რაღაც ემუქრება საქართველოს ისეთი, რომელიც მათ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. დღეს ისეთი ადამიანები შემოვიდნენ ჩვენთან, რომლებისთვისაც პოლიტიკა იყო ყოველთვის განყენებული ამბავი. არაჩვეულებრივი ადამიანები ჰყავს გუნდში ანა დოლიძესაც.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ჩვენ გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ მიგვიღია, ეს არის მსჯელობის საკითხი, არანაირი შეერთება ჯერ არ მომხდარა. ამაზე იმსჯელებს ჩვენი ახლად შექმნილი პლატფორმა და თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ამის შესახებ მოგახსენებთ. ის, რომ მე მას ხელი ჩამოვართვი, ნიშნავდა შემდეგს - ადამიანს რომ ელაპარაკო საქმეზე, ჯერ მას უნდა ჩამოართვა ხელი, დაივიწყო წარსული, თუ რამე წყენა იყო. თან წყენა დაივიწყო, თან შერიგდე და თან თქვა, რომ უკვე პარტნიორები ხართ, ასე არ ხდება. ჩამოვართვით ხელი, ვთქვით, რომ არის სერიოზული გამოწვევა საქართველოს მხრიდან და ყველა იმ ძალამ, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, უნდა მოახერხოს, რომ პიროვნულ წყენებს დაუსვას წერტილი. იმის გახსენება, რა იყო ხუთი წლის წინ, როცა თავზე გვენგრევა მთელი სახელმწიფო, ამაზე საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ის კონფლიქტი ამოწურულია“- განაცხადა ხაზარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა