რაზე ისაუბრეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შშმ პირებთან?

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთავარი, რაც დღეს ჩვენ გვინდა განვიხილოთ არის ის თუ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ეს ადამიანები სრულფასოვან მოქალაქეებად გრძნობდნენ თავს და ხელმისაწვდომი იყოს მათთვის ყველაფერი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს, 7 სექტემბერს შშმ პირებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა მოხდეს პარაოლიმპიელების, რათა მათ შეძლონ თავიანთი ნიჭის გამოვლენა.

„მე, პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ პარაოლიმპიელებს, რომლებმაც აჩვენეს არაჩვეულებრივი, ისტორიული შედეგი. მათ მოიპოვეს 7 მედალი პარაოლიმპიურ თამაშებზე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად ნიჭიერი ადამიანები არიან საქართველოში და კიდევ ერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ ადამიანებს ყველანაირად, რომ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ", - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა