ისინი უარყოფენ რეალობას - ო’ბრაიენი „ქართულ ოცნებაზე“

სულ ნახვები : 101
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისინი უარყოფენ რეალობას, არ აღიარებენ მას. მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ჩვენ დახმარების 95 მილიონი დოლარი შევუწყვიტეთ. ევროკავშირმა დაახლოებით ამდენივე ოდენობა შეუზღუდა, -ამის შესახებ დღეს, 7 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტია, საკუთარ ამომრჩეველ ტყუილებით კვებავს.

 „ევროკავშირიც ამბობს, რომ ვერ წახვალთ წინ ევროპისკენ. და “ქართული ოცნება” ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა. საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს. იქ არსებობს მკაფიო წესები. ამ წესებზე პასუხისმგებელი პირები გეუბნებიან, რომ შენ შეცდომა დაუშვი. შეიმუშავე ცუდი კანონი. კიდევ ორი ახალი ცუდი კანონის შემუშავების ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ის, რაც მას ასე ძალიან სურს“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა