რა პირობებში იმყოფება საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი?

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში დაკავებული, აზერბაიჯანელი ჟურნალის აფგან სადიგოვის მეუღლის, სევანჟ სადიგოვას განცხადებით, მისი მეუღლე, რომელიც გლდანის ციხეშია მოთავსებული ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება.

მისი თქმით, ის ფაქტობრივად არ ჭამს, ასევე საუბრობს ციხეში არსებულ ანტისანიტარიაზეც,

„ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი გლდანის ციხეში მოვინახულე. ის ძალიან ცუდად გამოიყურება, მითხრა, რომ ფაქტობრივად შიმშილობს, სათანადოდ ვერ იკვებება, რადგან ციხეში საკვები ძალიან მცირე და უხარისხოა. ოჯახს კი არ გვაძლევენ საკვების შეტანის უფლებას. გარდა ამისა ციხეში ანტისანიტარიაა.

საქართველოს მიგრაციის სამსახურმა ის 3 სექტემბერს ციხეში, მისი ადვოკატის თანდასწრებით გამოჰკითხა. მან დეტალურად მოუყვა როგორ იდევნება აზერბაიჯანსა და საქართველოში და რომ მის წინააღმდეგ ცრუ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აფგანმა ასევე უთხრა, რომ ციხეში პოლიტიკური დაკვეთით ჩასვეს. მას არ სჯერა, რომ საქართველოს მიგრაციის სამსახური პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს, რადგან აფგანს არ მიეცა საშუალება დეტალურად ესაუბრა მომხდარზე. როგორც გავიგე, მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ 1 თვეში ხელახლა გაესაუბრებიან და გადაწყვეტილებაც, პოლიტიკური თავშესაფრის თაობაზე ამის შემდეგ იქნება მიღებული.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლე აზერბაიჯანის ხელისუფლების უკანონო ბრძანებით არის დაკავებული. ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ეს დავალება შეასრულა," - განაცხადა მან.

ცნობისთვის, დაკავებული აფგან სადიგოვი, ახლა მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილების მოლოდინშია, მისი ადვოკატის განცხადებით, თუ მიგრაციის სამსახური არ დააკმაყოფილებს მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა