ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახის წევრს ჯოჯოხეთს მოგიწყობთ - გიორგი ჩიკვაიძე

სულ ნახვები : 287
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომლითაც ის მმართველ პარტიას მიმართავს.

როგორც ირკვევა ჩიკვაიძის ძმას, ბათუმში შეიარაღებული პირები ჩაუსაფრდნენ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას არ მოეშვებიან.

როგორც ირკვევა, ჩიკვაიძის ძმა, მოცემულ მომენტში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

 „ვაი თქვენს პატრონს უბედურს! ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ჩემი რომელიმე ოჯახის წევრს, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!!! პირადად ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი! საქართველოს მთავრობა“, - წერს ჩიკვაიძე.

ცნობისთვის, ჩიკვაიძე წლების განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ მომხრე, თუმცა მას შემდგომ, რაც ხელისუფლებამ მკვეთრად შეცვალა კურსი რუსული მიმართულებით, ბიზნესმენი მმართველ პარტიას საჯაროდ გაემიჯნა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა