ეს არ არის მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა - ო’ბრაიენი „ოცნებაზე“

სულ ნახვები : 176
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას ავს მასთან კონკურენციის უფლება - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი საუბრობს.

მისი შეფასებით, ის რასაც აცხადებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მიმართებაში, არ არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი.

 „ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს მასთან, კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა