11 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია გაიმართება

სულ ნახვები : 2,354
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხვალ, 11 თებერვალს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდება საპროტესტო აქცია როსგვარდიასთან ხელშეკრულების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, როგორც გუშინ Cnews-ი წერდა, დროებით ოკუპირებული  აფხაზეთის ე.წ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა დადოს შეთანხმება რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალურ სამსახურთან (როსგარდი). შეთანხმების პროექტი აფხაზურმა გაზეთმა „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა.

კერძოდ, დოკუმენტის მე-2 მუხლში, ნათქვამია: „მხარეები თანამშრომლობენ შემდეგ სფეროებში: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო კონტროლი იარაღით ვაჭრობის და კერძო უსაფრთხოების სფეროში და ხშირი დეტექტიური საქმიანობა; ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა; დანაშაულთან საბრძოლველად უსაფრთხოების მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფა; სპორტული და კულტურული კავშირების განვითარება“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ანტიტერორისტულ წვრთნებს რიწის ტბაზე 10 თებერვალს ჩაატარებენ. ამის შესახებ ოკუპირებული  აფხაზეთის ე.წ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განაცხადა. მისი თქმით, წვრთნების დროს იგეგმება ტერორისტული ჯგუფის გარღვევის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა