აფხაზი აქტივისტი ჯანსუხ ადლეიბა პარლამენტის შენობასთან სროლისთვის დააკავეს

სულ ნახვები : 267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აფხაზი აქტივისტი ჯანსუხ ადლეიბა პარლამენტის შენობასთან სროლისთვის 30 დღით დააკავეს, იუწყება ოკუპირებული სოხუმის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური.

სისხლის სამართლის საქმე „ხულიგნობის“ მუხლით აღიძრა. ადლეიბა პატიმრობაში 17 აგვისტომდე დარჩება.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ჯანსუხ ადლეიბამ კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის შენობაში მომსახურე სამართალდამცველების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. მოგვიანებით ის ეშერის საგზაო პოლიციის საგუშაგოზე დააკავეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა