კიევი რუსეთს დღევანდელ მასიურ საჰაერო იერიშზე უპასუხებს - ზელენსკი

სულ ნახვები : 302
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი რუსეთს დღევანდელ მასიურ საჰაერო იერიშზე უპასუხებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ამ საკითხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ალექსანდრ სირსკის უკვე ესაუბრა.

"დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა ამ საკითხზე - განვიხილეთ ჩვენი პასუხი რუსეთს - მას ვამზადებთ. ჩვენს ქმედებებს რუსეთის გარკვეულ რაიონებში ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ ისე, როგორც უკრაინას სჭირდება. ბოლო 24 საათში უფრო მეტი კონტროლი გვაქვს, ასევე მორიგ ჯერზე გაიზარდა ტყვეების გაცვლითი ფონდი" - თქვა ზელენსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა