მე ვცხოვრობ ოკუპაციაში და აქედან ვამბობ: ჩემ საქართველოს გაუმარჯოს - ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ზვიად ოვაშვილი

სულ ნახვები : 180
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დიდი ხმაურია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევის მეგობარმა, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ზვიად ოვაშვილმა ფეისბუქ-გვერდზე საქართველის მხარდამჭერი პოსტი დაწერა.

„ბევრმა არ იცის მარა მე ვიტყვი ერთს ჩემი ქვეყანა ყველაზე მაგარია ამ მსოფლიოში.მე ვცხოვრობ ოკუპაციაში და აქედან ვამბობ ჩემ საქართველოს გაუმარჯოს..“, - წერს ოვაშვილი.

ამან ძალიან გაამწარა ოსი სეპარატისტები. რადგან ოვაშვილი გაგლოევის მეგობარია, პირადად მას ვერაფერს ეუბნებიან და გულს სოცქსელებში იფხანენ.

„ზვიად ოვაშვილის, მეუღლის ოქსანა ბიტაროვას დაბადების დღის წვეულებაზეც ალან გაგლოევი ჩვეულებრივ დადის.

გაგლოევის ფონზე უნდა ინატრო კოკოითი, რომელიც დიდი ხნის წინ გაასახლებდა ამ ოჯახს საყვარელ საქართველოში, ახლა კი პირიქითაა, გაგლოევმა ოჯახს სრული კარტ ბლანში მისცა.

ზვიადი ხშირად დადის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და მთავრობის შენობებში. რას აღწევს გაგლოევი მთელი ამ ქმედებებით და რას უნდა ელოდოს მოსახლეობა ამ ხელისუფლებისგან?, - წერენ აღშფოთებული ოსები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა