კოკოითი: ქართველებს ბოდიშის მოხდა თუ უნდათ, აღიარონ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და დააბრუნონ თრუსოს ხეობა

სულ ნახვები : 193
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას აგვისტოს ომის დროს ხელმძღვანელობდა, კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ქართულმა მხარემ უნდა „იპოვოს ძალა. ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ოსი დები და ძმები ცეცხლის ალში მოაქცია“.

„თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული, მაშინ პირველ რიგში საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას მშვიდობისა და საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიას და ამავდროულად დააყენოს საკითხის დაბრუნების  საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსის, გუდის და სხვა ხეობები“, - განაცხადა კოკოითმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა