სექტემბრის ბოლოს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოპოზიციასთან შესახვედრად რუსი დეპუტატი ჩავა

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი აფხაზ ოპოზიციონერებთან შეხვედრას დათანხმდა. მანამდე მან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი კან კვარჩია გააკრიტიკა და არაერთი ოპოზიციური ძალის საპასუხო კრიტიკა გამოიწვია.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების ოპონენტებმა ზატულინი მოიწვიეს შესახვედრად მისთვის ნებისმიერ დროს.

„ვწუხვარ, რომ მომავალ კვირას სახელმწიფო სათათბიროს სხდომების დაწყება არ მაძლევს შესაძლებლობას დაუყოვნებლივ მივიღო ეს მოწვევა. თუმცა, სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობის თანხმობით, თვის ბოლოს, 27-დან 30 სექტემბრამდე ვაპირებ, ტრადიციისამებრ, ვიყო აფხაზეთში. თუ თქვენი სურვილი, განიხილოთ რა ხდება, ძალაში რჩება, შეხვედრა გაიმართება“, - ნათქვამია ზატულინის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის ტელეგრამის არხზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა