ოკუპირებულ კოდორის ხეობაში რუსეთის მოქალაქე გაუჩინარდა

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარაში გაუჩინარებული რუსეთის მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს.

დაკარგული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული, ადგილობრივ სატყეო მეურნეობაში მუშაობდა.

კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარას მიმდებარედ სამძებრო სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა მდინარე მრამბას ქედი და კალაპოტი დაათვალიერეს. ამ დროისთვის ძიებამ შედეგი არ გამოიღო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა