„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში მორიგი მატჩი წააგო

სულ ნახვები : 357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში მორიგი მატჩი წააგო. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა „ვულვზს“ უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში არისტოკრატთა გულშემატკივარმა მიხაილო მუდრიკი გააკრიტიკა. ფანს უკრაინელმა უპასუხა. ლონდონელთა ქომაგმა თავისი და მუდრიკის მინაწერების სქრინი გამოაქვეყნა.

ფანი: რა ჯანდაბა ხდება შენს თავს? დაგავიწყდა ფეხბურთის თამაში? რაღაც შესაცვლელია. როცა შენ თამაშობ, თითქოს გუნდი მოედანზე 10 ფეხბურთელითაა.

მუდრიკი: მოდი, ერთი ერთზე გეთამაშები 10 000 ფუნტის სანაცვლოდ.

ფანი: მზად ვარ, ყოველი გატანილი გოლის სანაცვლოდ პირადად გადაგიხადო ფული.

მუდრიკი: კარგი ხარ ფეხბურთში?

ფანი: გთხოვ, გაიტანე ჩვენთვის!

მუდრიკი „ჩელსიში“ შარშან ზამთარში დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა. ამ სეზონში ფეხბურთელმა არისტოკრატთა რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ჩელსის“ რთული პერიოდი უდგას. პოჩეტინოს შეგირდები პრემიერლიგაში 31 ქულით მე-11 ადგილზე არიან.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა