WTA-ს რეიტინგის ტოპ 10-ში დიდი ცვლილებებია
...
ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ დიდი ცვლილებია WTA-ს რეიტინგის ტოპ 10-ში.
2024 წლის საჩოგბურთო სეზონის პირველ დიდ სლემზე ცუდი ასპარეზობის მიუხედავად, ქალთა რეიტინგში პირველ ადგილს ისევ იგა შვიონტეკი ინარჩუნებს.
მეორე ადგილზე კვლავ არინა საბალენკაა. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ ჩააბარა რთული „გამოცდა“ და შარშან ავსტრალიაში მოგებული 2000 ქულა წელსაც წარმატებით დაიცვა.
Aუსტრალიან Oპენ-ზე ნახევარფინალში გასვლით კოკო გაუფმა რეიტინგის ტოპ 3-ში მოიპოვა ადგილი, რაც თინეიჯერი ამერიკელისთვის უდიდესი წარმატებაა.
მე-2 პოზიცია დაკარგა და მეხუთე საფეხურამდე დაქვეითდა ყაზახეთის სახელით მოასპარეზე რუსი ჩოგბურთელი, ელენა რიბაკინა.
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტმა ცინვენ ჟენგმა კი ერთბაშად 8 პოზიცია მოიგო და ამჟამად რეიტინგის მე-7 ჩოგანია.
რეიტინგის ტოპ-10
1 (1). იგა შვიონტეკი (პოლონეთი) – 9770 ქულა.
2 (2). არინა საბალენკა (ბელარუსი) – 8905.
3 (4). კორი გაუფი (აშშ) – 7200.
4 (5). ჯესიკა პეგულია (აშშ) – 5705.
5 (3). ელენა რიბაკინა (ყაზახეთი) – 5688.
6 (6). ონს ჟაბერი (ტუნისი) – 4076.
7 (15). ცინვენ ჟენგი (ჩინეთი) – 3950.
8 (7). მარკეტა ვონდრუშოვა (ჩეხეთი) – 3846.
9 (8). მარია საკარი (საბერძნეთი) – 3710.
10 (9). კაროლინა მუხოვა (ჩეხეთი) – 3520.