მარიამ ქვრივიშვილი: 2023 წელს ტურიზმიდან რეკორდულად გაზრდილი შემოსავლები მივიღეთ

სულ ნახვები : 1,200
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან 4,1 მლრდ დოლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით, რაც კიდევ ერთი წარმატებაა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა 2023 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორის შედეგების შეფასებისას.

„ჩვენ 2023 წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ სათხილამურო ჩემპიონატს ბაკურიანში. გარდა ამისა, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin-ი. ამ და სხვა ბევრმა აქტივობამ, რომლებიც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ, გამოიღო ის შედეგი, რითიც თითოეული ჩვენთაგანი ვამაყობთ. დარწმუნებული ვართ, რომ 2024 წელი იქნება ახალი წარმატების საწინდარი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება 2024 წლის სამომავლო გეგმებს, ქვრივიშვილი ამბობს, რომ ბევრს იმუშავებენ იმისთვის რომ უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნის ცნობადობა.

„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა; კიდევ უფრო მეტ და მნიშვნელოვან ღონისძიებას ვუმასპინძლოთ და გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო წვდომა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამოქმედო გეგმითა და სწორი სამთავრობო პოლიტიკით, ასევე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2024 წელი იქნება ყველაზე წარმატებული წელი ტურიზმსა და ავიაციაში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა