Forbes: უკრაინამ ავდიივკაში „თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ბრიგადა“ - მესამე მოიერიშე გადაისროლა

სულ ნახვები : 264
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

Forbes-ის მტკიცებით, უკრაინამ ავდიივკაში "თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ბრიგადა" - მესამე მოიერიშე გადაისროლა.

გამოცემის ცნობით, ახალი ძალები შეეცდებიან, რუსული არმია ავდიივკას ცენტრისკენ მიმავალი მთავარი ასფალტირებული გზიდან გაიყვანონ.

მანამდე ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ „ტავრიას“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ განაცხადა, რომ ქალაქში ახალი ძალები ჩავიდნენ.

დეკემბრის დასაწყისში, მძიმე ბრძოლების შემდეგ, დასვენებისა და გამოჯანმრთელების მიზნით, მე-3 მოიერიშე ბრიგადა ზურგში გაიყვანეს. გასულ წელს მე-3 მოიერიშე იყო მთავარი დამრტყმელი ძალა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა