დროებით ოკუპირებულ ცხინვალში პუტინის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება

სულ ნახვები : 846
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

12 მარტს, დროებით ოკუპირებულ ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ე.წ.  სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა.

მან მოსახლეობას აქციაში აქტიური მონაწილეობისკენ და რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც სააგენტო „რესი“ წერს, გაგლოევმა დღეს, 11 მარტს გამართა გაფართოებული შეხვედრა, რომელზეც დაისახა ამოცანები სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრის მომზადებისა და ჩატარების შესახებ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა