„პუტინის გამარჯვება-ოსეთის გამარჯვება!“- დროებით ოკუპირებულ ცხინვალში პუტინის მხარდამჭერი აქცია იმართება, ქალაქი შუქის გარეშეა

სულ ნახვები : 1,023
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რუსეთი-ოსეთი“, „პუტინის გამარჯვება-ოსეთის გამარჯვება!“, „ძლიერი პრეზიდენტი-ძლიერი რუსეთი!“- ამ ლოზუნგებით ოკუპირებულ  ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი იმართება.

ფსევდო  ხელისუფლებამ აქციის ჩატარება გუშინ გადაწყვიტეს.  

ტელეგრამის არხების ცნობით, აქციაზე ე.წ. სამთავრობო დეპარტამენტის თანამშრომლები წაიყვანეს.  აქციის დასრულებამდე კი ცნობილი გახდა, რომ ე.წ.  სამხრეთ ოსეთი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა ჩრდილოეთ ოსეთში ქსელების დაზიანების გამო.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და არჩევნებში ხმას აძლევს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა