რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა - მოქალაქეებს სესხები გაუიაფდებათ

სულ ნახვები : 846
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, ვისაც სესხები რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხი გაუიაფდებათ. ასეთი ქვეყანაში თითქმის 200 ათასი მოქალაქეა.

როგორც სებ-ში აღნიშნავენ, საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.

როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს,  სიმწვავე შერბილებულია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.75 პპ-ით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს. ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ თუ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო “, – აცხადებენ სებ-ში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა