ნახეთ, რა უნდა ვიცოდეთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე

სულ ნახვები : 879
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ნათია ჭყონია, განმარატვს თუ რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა სესხის რეფინანსირბის განაკვეთის შემცირებასა და რას უნდა მიაქციოს ყურადღებას ხელშეკრულების გაფორმებისას:

„ჩვენი მიმართულება ძირითადად მუშაობს მომხმარებლის ინფორმირებულობაზე. რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს მომხმარებელს, ის მით უფრო სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ ხელშეკრულებიდანვე, რა ტიპის საპროცენტო განაკვეთია. უპირველეს ყოვლისა, უნდა ნახონ, ნამდვილად ინდექსირებულ განაკვეთიანია სესხი თუ არა, ეს ხელშეკრულების პირველივე გვერდზე წერია. თუ ინდექსირებული განაკვეთია, ამ შემთხვევაში მათ, იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ინდექსი, უნდა შეეცვალოთ საპროცენტო განაკვეთი - თუ იზრდება, უნდა გაეზარდოთ, თუ მცირდება, უნდა შეუმცირდეთ. თუმცა აქაც განსხვავებაა ხელშეკრულების პირობების მიხედვით, როდის იცვლება. კონკრეტულ ბანკს შეიძლება ჰქონდეს, რომ მაგალითად, დღეს თუ შეიცვალა ინდექსი, ხვალიდანვე ეცვლებოდეს საპროცენტო განაკვეთი, თუმცა შესაძლოა, ხელშეკრულება ითვალისწინებდეს განსხვავებულ პირობას. მაგალითად, ინდექსის ცვლილებიდან 10 დღეში შეიცვლება. ინდივიდუალურია, თუმცა ეს გაწერილი უნდა იყოს ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, რომ გადახდამდე გარკვეული პერიოდით ადრე აცნობონ მომხმარებელს“, -აღნიშნა ჭყონიამ „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საფუძველზე 183 ათასზე მეტ მსესხებელს სესხი გაუიაფდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა