Crocus Citi Hall-ის ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა

სულ ნახვები : 1,544
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პადმასკოვიეში, საკონცერტო დარბაზ „Crocus Citi Hall“-ში მომხდარ ტერაქტს, ქართველი ქალი ირინა სოკოლოვა და მისი მეუღლე რომან სოკოლოვი ემსხვერპლნენ - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, ისინი საკონცერტო დარბაზის შიდა სივრცეში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტერორისტებმა ცეცხლი გახსნეს.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტი „Crocus Citi Hall“-ში 22 მარტის საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა, მაშინ, როდესაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა გამართულიყო. მედიაში გავრცელებული პირველი კადრების მიხედვით, სადაც კარგად არის ასახული, ტერორისტების ქმედებები, შენობაში ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა, სამმა მათგანმა მოქალაქეების მისამართით გახსნა ცეცხლი, ხოლო, ერთმა საკონცერტო დარბაზში ხანძარი გააჩინა, რამაც საბოლოოდ შენობის სრული განადგურება გამოიწვია. მომხდარის შედეგად, ბოლო მონაცემებით ტერაქტის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა, რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 145-ს აღწევდა, აქედან 97 მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ტერორისტულია აქტის ჩამდენი ოთხივე პირი დაკავებულია და მათ ბრალი დღეს, 25 მარტს ოფიციალურად წარედგინათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები