რუსეთის შემოსავლები შესაძლოა არასტაბილური გახდეს - რას წერს Reuters?

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსულ კომპანიებს ჩინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და თურქეთიდან ნავთობზე გადასახადების შეფერხება ემუქრებათ, - ამის შესახებ Reuters წერს.

სააგენტო იუწყება, რომ ბევრმა ბანკმა დაიწყო კლიენტებისგან გარანტიების მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ისინი სანქციების ქვეშ არ მოექცევიან. გარდა ამისა, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბანკებმა უკვე დაბლოკეს ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ ვაჭრობასთან და თურქეთი და ჩინეთი აგრძელებენ გადახდების დამუშავებას, მაგრამ ამას კვირები ან თვეები სჭირდება.

„მსგავსი შეფერხებები“ ამცირებს რუსეთის ფედერაციის შემოსავალს და არასტაბილურს ხდის მის ფინანსურ მდგომარეობას”, - ნათქვამია მასალაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები