ლგბტ-ს პროპაგანდას „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს - მამუკა ხაზარაძე

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლგბტ-ს პროპაგანდას „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

მისი თქმით, პრობლემა არის სიღარიბე და იძულებითი ემიგრაცია.

„ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს. ასევე, „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპი“. ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ. შობადობა რომ მცირდება და ოჯახები რომ ინგრევა, ოჯახებს და შვილებს, რომ „სკაიპით” ზრდიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ემიგრაციაში არიან, აი, ეს არის პრობლემა. უმუშევრობა რომ არის, ეს არის პრობლემა. შემოსავალი რომ არ აქვს ხალხს, ეს არის პრობლემა“,  - განაცხადა ხაზარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა