ასეთი ერთიანი გუნდი არასოდეს გვყოლია - კობიაშვილი

სულ ნახვები : 485
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ასეთი ერთიანი გუნდი არასოდეს გვყოლია - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„დარწმუნებულები იყავით და ახლავე გეუბნებით, რომ არცერთი არ დაუშვებს ამ შეცდომას და არ [იფიქრებს], რომ ჩვენ იქ მარტო მონაწილეები ვართ. ჩვენ საკმაოდ ამბიციური, ახალგაზრდა გუნდი გვყავს, საკმაოდ ძლიერი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოლო ზეიმი და სიხარული არ არის. ბევრი ზეიმი და სიხარული გველოდება, ბევრი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ასეთს ძალიან მალე, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზეც მოვესწრებით და ვიხილავთ.

მაწუხებდა და მტკიოდა ის, რომ ზაფხულში, როდესაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები იმართებოდა, ჩვენს ქვეყანაში ვხედავდი სხვა ქვეყნების [ნაკრებების] მაისურებს. ეს იმდენად მტკიოდა, არ ვიცი როგორ ავხსნა, იმდენად მაწვებოდა, მაწუხებდა, რომ სულ ვცდილობდი იმ პერიოდში ქვეყანაში არ ვყოფილიყავი და ეს არ დამენახა. ძალიან მტკივნეულია. მით უმეტეს მტკივნეულია, როდესაც შენ ამ სფეროს წარმომადგენელი ხარ, ამას ხედავ და გინდა, რომ ეს ასე არ იყოს. მართლა უბედნიერესი ვარ, რომ ეს დასრულდა. ვიცი, ივნისში რა იქნება ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებში, ქუჩებში. ალბათ ის ურთულესი გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ამად ნამდვილად ღირდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს, როდესაც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი გაქვს და შენი ქვეყნის ნაკრების მაისური გაცვია, შენი დროშა გიჭირავს“, - განაცხადა კობიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა