რუსეთში უკრაინულ დრონების მიერ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა
...
თათარსტანში სამიზნეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ფედერაციაში, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინამ თათარსტანის ტერიტორიაზე არსებულ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ საწარმოს დაარტყა.
„TANECO-ს გადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უახლესი ქარხანაა რუსეთში. მისი წარმოების სიმძლავრე დაახლოებით 360 000 ბარელს შეადგენს დღეში“, - ნათქვამია სააგენტოს მასალაში.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სავარაუდოდ ჩამოაგდო კიდევ ერთი დრონი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან.