ნაგვის კოლაფსი დაღესტანში
სულ ნახვები :
117
...
დაღესტანში, კონკრეტულად კი მახაჩკალაში ნაგვის გატანის და დასუფთავების პრობლემებია.
აღნიშნული პრობლემა მას შემდგომ წარმოიქმნა, რაც იმ მიგრანტების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაკავება დაიწყეს, რომლებიც დასუფთავების სამსახურებში მუშაობდნენ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქუჩებში დაგვროვებული ნაგვის გატანას, ადგილობრივები საკუთარი სახსრებით ცდილობენ.
ცნობისთვის, დაღესტანში მყოფი მიგრანტების მასობრივი დაკავება, მოსკოვში „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდგომ დაიწყო.