უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - ლევან დავითაშვილი

სულ ნახვები : 508
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა გამოსვლის დასაწყისშივე ხაზი გაუსვა, რომ გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების ფონზე, ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტენდენციებით საქართველო კვლავ მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს შორის.

„გასული წელი სხვა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებითაც იყო გამორჩეული: უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი; საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე; პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 17.8%-ით გადააჭარბა; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა შეადგინა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ, სტაბილურად გაგრძელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა