ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა - იოსელიანი

სულ ნახვები : 382
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი რუსეთის პასუხისმგებლობას.

„სიმბოლურია, რომ დღეს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის თავზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის" შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, რაც, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალში შესვლის მცდელობისას ადამიანების მოკვლას, უკანონო დაკავებას, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ადამიანების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას გულისხმობს.

სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა. მათ შორის, გადაწყვეტილებით რუსეთის მხრიდან კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) და სხვა არაერთი მუხლის დარღვევა დადგინდა.

ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი რუსეთის პასუხისმგებლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სამწუხარო რეალობაა.

დღემდე, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსგავსი ადამიანის უფლებების წინააღმდეგ პრაქტიკა დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას”, - წერია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა